შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის პუტინის მონაწილეობა შესაძლებელი იქნებაო. სტოლტენბერგმა კი, არავითარი მოლაპარაკება, ომი გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი არ დამარცხდებაო

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის პუტინის მონაწილეობა შესაძლებელი იქნებაო. სტოლტენბერგმა კი, არავითარი მოლაპარაკება, ომი გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი არ დამარცხდებაო

“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი შვეიცარიის სამშვიდობო სამიტის დასრულებას გამოეხმაურა. როგორც ქართველიშვილი წერს, მასპინძელი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა - ვიმედოვნებთო, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის პუტინის მონაწილეობა შესაძლებელი იქნებაო. სტოლტენბერგმა კი, ეგრე არაო: „არავითარი მოლაპარაკება, არც ცეცხლის შეწყვეტა, არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკებები ან შეთანხმება!! ომი გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი არ დამარცხდება და რუსეთი არ განადგურდება!!” მისი თქმით, საინტერესოა რომელს უნდა დავუჯეროთ. 

“რომელს დავუჯეროთ? შვეიცარიის სამშვიდობო სამიტის შემაჯამებელ სიტყვაში, მასპინძელი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა - ვიმედოვნებთო, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის პუტინის მონაწილეობა შესაძლებელი იქნებაო. სტოლტენბერგმა კი, ეგრე არაო: „არავითარი მოლაპარაკება, არც ცეცხლის შეწყვეტა, არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკებები ან შეთანხმება!! ომი გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი არ დამარცხდება და რუსეთი არ განადგურდება!!” მექმნება შთაბეჭდილება, რომ 3-4 თვეში თანამდებობის ოფიციალურ დატოვებამდე, ალიანსის გენმდივანი ცდილობს მილიტარისტული გრადუსი მაქსიმუმამდე აწიოს, რათა მოვლენათა არასასურველ ჭრილში განვითარების შემთხვევაში, თამამად განაცხადოს: "მე გითხარით, რაც უნდა გაგეკეთებინათ - აწი თქვენ იცით. "ქვევრის" გატეხვა თქვენ არ გინდათ, მე კი სამჭკუაშვილიც კი არა ვარ, ამიტომ - ხელებიც დამიბანია"-წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.