აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ნატო-ს გაფართოება მოკლევადიან პერსპექტივაში მოსალოდნელი არ არის.
ამის შესახებ ოსტინმა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ნატო-ს გაფართოების თვალსაზრისით, ვფიქრობ, ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ალიანსის 32 წევრი მიიღებს დროის გარკვეულ მონაკვეთში. ვერ ვხედავ რაიმე სურვილს ან მინიშნებას, რომ ჩვენ განვაგრძობთ გაფართოებას უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა ოსტინმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის შეფასებით, ყოველთვის იქნებიან ქვეყნები, რომლებსაც ნატო-ში გაწევრიანება სურთ, მაგრამ ამჟამად ალიანსს სურს, ფოკუსირება მოახდინოს შვედეთსა და ფინეთზე.
„ვფიქრობ, ამ ეტაპზე ალიანსის წევრებს ალბათ სურთ სიტუაციის სტაბილიზაცია და მოგვარება, რადგან ახალი წევრები მივიღეთ და განვგარძობთ ჩვენი გეგმების დახვეწას“, – დასძინა ლოიდ ოსტინმა.