სამწუხაროდ, დღესაც გრძედლება ზეწოლა, თუმცა ვერავინ შეძლებს იმას, რომ საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს - შენარჩუნდება მშვიდობა და ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდება, - ამის შესახებ „თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „მსოფლიო ლიდერები გვატყუებენ?“
თბილისის მერის თქმით, ქვეყანამ „საოცარი პერიოდი გამოიარა“.
„კი, სამწუხაროდ, იყო სიცრუის კამპანია ისევე, როგორც სააკაშვილთან დაკავშირებით. სააკაშვილზე გახსოვთ, რომ გვეუბნებოდნენ, მგონი, ყოველდღე ასჯერ „კვდებოდა“. ვინ არ იყო აღნიშნულ კამპანიაში ჩართული, გვარები არ მახსოვს, შეგიძლიათ მოიძიოთ და ანბანის მიხედვით ჩამოთვალოთ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და კონკრეტული ლიდერები, ვინც ამ სამარცხვინო განცხადებებს აკეთებდნენ, პირდაპირ ტოლობის ნიშანს სვამდნენ სააკაშვილის გათავისუფლებასა და კანდიდატის სტატუსს შორის. საოცარი პერიოდი გამოვიარეთ. სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება ეს ზეწოლა, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოში შენარჩუნდება მშვიდობა, ვერავინ შეძლებს იმას, რომ საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს. ის უბედურება და სამწუხარო სიტუაცია,რომელიც უკრაინაში გვაქვს, საქართველოში არ მოხდება. შენარჩუნდება მშვიდობა და ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდება“, - განაცხადა კალაძემ.