ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: საზოგადოება მათ საბოლოო განაჩენს გამოუტანს და ბიულეტენთან გააკეთებს თავის შეფასებას - მოემზადონ 26 ოქტომბრისთვის

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: საზოგადოება მათ საბოლოო განაჩენს გამოუტანს და ბიულეტენთან გააკეთებს თავის შეფასებას - მოემზადონ 26 ოქტომბრისთვის

ოპოზიციამ ქარტიაზე ხელის მოწერით ოფიციალურად დაადასტურა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. ამის შემდეგ საერთო სიას გააკეთებენ, ერთი ცენტრი იქნება, ორი თუ სამი, ამაზე პასუხია - შესაკრებთა განადაცვლებით ჯამი არ იცვლება, ისინი მაინც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არიან, - მის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ „ქრონიკაში“ ოპოზიციის საერთო სიებზე საუბრისას განაცხადა.

„საზოგადოება მათ თავიანთი წარსულითა და აწმყოთი, თავიანთი განცხადებებით საბოლოო განაჩენს გამოუტანს და ბიულეტენთან გააკეთებს შეფასებას. ასე, რომ მოემზადონ 26 ოქტომბრისთვის“, - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.

ლაზი 26 ოქტომბრის არჩევნების რეალური შედეგი ძალიან ცოტას ნიშნავს.
თუ არჩევნების დამკვირვებლები კრამონები და ფოტიგები იქნებიან, მით უმეტეს უკვე მეტი საქმე არც აქვთ, 27 ოქტომბრის საღამოს, თქვენს მოგებულ არჩევნებს თავზე გადაახევენ საქართველოს.
ბევრი ნეიტრალური და ობიექტური დამკვირვებლის მობილიზება გჭირდებათ, თორემ მარტო ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის სადამკვირვებლო მისიები ეყოფათ მხარდამჭრებად 27 ოქტომბერს გადატრიალებისათვის.
არჩევნების შედეგს გადაწყვეტენ დამკვირვებლები და არა ხალხის მიცემული ხმები. ეს კინაღამ ასე მოხდა წინა არჩევნებზე, ახლა საფრთხე გაცილებით ძლიერია.
5 თვის უკან