ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი სია დააკორექტირა და ღირსების ორდენი ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთა ნაწილს არ გადასცა.
„ყველა ის ადამიანი, ვისაც წვლილი მიუძღვის იმ წარმატების მიღწევაში, რასაც ჩვენმა ფეხბურთმა მიაღწია, რა თქმა უნდა, იმსახურებს სახელმწიფოსგან ყურადღებას და პატივისცემას. იმის ნაცვლად, რომ გუნდი ერთნაირად ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან დაფასებული, სალომე ზურაბიშვილი ამჯობინებს, რომ უფრო მეტი დაყოფა და დანაწევრება შეიტანოს ამ საქმეშიც. ასეთი რამ, რა თქმა უნდა, მიუღებელია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი სია დააკორექტირა და ღირსების ორდენი ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთა ნაწილს არ გადასცა.