რატი იონათამიშვილი: ნიუ-იორკში არაერთი დასამახსოვრებელი, პოზიტიური და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. საქართველოში ვბრუნდები ახალი ინიციატივებითა და შემართებით - ცხადია, არავითარი სანქციები, მხოლოდ საქმე

რატი იონათამიშვილი: ნიუ-იორკში არაერთი დასამახსოვრებელი, პოზიტიური და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. საქართველოში ვბრუნდები ახალი ინიციატივებითა და შემართებით - ცხადია, არავითარი სანქციები, მხოლოდ საქმე

დასრულდა სამუშაო ვიზიტი ნიუ-იორკში, სადაც არაერთი დასამახსოვრებელი, პოზიტიური და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ფაქტია, საქართველოს დელეგაცია გაეროს შშმ პირთა 17-ე ასამბლეაზე იყო ყურადღების ცენტრში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მნიშვნელოვანია, რომ 191 ქვეყანას გავაცანით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები როგორც ქართველი, ასევე აფხაზი და ოსი შშმ პირების მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა. ვიცი, გვისმენდნენ იქაც და აუცილებელად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვფიქრობთ მათზე და გვაწუხებს მათი ბედი. ასევე, გავაღრმავეთ თანამშრომლობა შეზღუდული შესაძლებლობის პოლიტიკის საერთაშორისო აქტორებთან და დავსახეთ თანამშრომლობის კონკრეტული გზები.
საქართველოში ვბრუნდები ახალი ინიციატივებითა და შემართებით.
P.S. ცხადია, არავითარი სანქციები, მხოლოდ საქმე“, - წერს იონათამიშვილი.