მიხეილ დაუშვილი: ვისაც სურვილი აქვს, ერთიანი სია უნდა ჩამოაყალიბოს, პარტია „საქართველოსთვის“ კი ყველაზე პრაგმატული და შედეგიანი იქნება, არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდეთ

მიხეილ დაუშვილი: ვისაც სურვილი აქვს, ერთიანი სია უნდა ჩამოაყალიბოს, პარტია „საქართველოსთვის“ კი ყველაზე პრაგმატული და შედეგიანი იქნება, არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდეთ

ვისაც სურვილი აქვს, ერთიანი სია უნდა ჩამოაყალიბოს, პარტია „საქართველოსთვის“ კი ყველაზე პრაგმატული და შედეგიანი იქნება, არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდეთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

დაუშვილის თქმით, იგი მიესალმება, საერთო იდეოლოგიისა და ღირებულებების მქონე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი საარჩევნო სია შექმნან.

„ჩვენი სტრატეგიით ვაგრძელებთ მოქმედებას. ჩვენს ნაწილში არაფერი შეცვლილა. ვისაც სურვილი აქვს ერთიანი სია ჩამოაყალიბოს, რა თქმა უნდა, ეს უნდა გააკეთონ. ვისაც იდეოლოგიური, ღირებულებითი და რაღაც ტიპის ერთიანობა აქვს, მივესალმებით, ხმები გააერთიანონ, რათა არ დაიკარგოს. ვფიქრობთ, რომ ყველაზე პრაგმატული, პრაქტიკულად ყველაზე სწორი და შედეგიანი იქნება, რომ ჩვენ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდეთ“, – აღნიშნა დაუშვილმა.