გერმანიის ხელისუფლება შიშობს, რომ არ არის გამორიცხული, სერბეთ-ინგლისის მატჩი ჩაშლის პირას იყოს. ყოველი შემთხვევისთვის, 16 ივნისს გელზენკირხენში გასამართი დაპირისპირება მომეტებული რისკის ქვეშ არის და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
შიშობენ, რომ 500-მდე სერბი "ულტრასი", განსაკუთრებული აგრესიულობით რომ გამოირჩევიან, ათასობით ინგლისელ ქომაგს შორის აღმოჩნდება, რამაც კონფლიქტის პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს.
წესრიგის უზრუნველსაყოფად დამატებით მობილიზებული იქნება 1000 პოლიციელი, სტადიონზე გაიყიდება მხოლოდ ნაკლებალკოჰოლური ლუდი, ხოლო ინგლისელ და სერბ ქომაგებს მაქსიმალურად დააშორებენ ერთმანეთს.