ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმიანება ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა „კრისტის“ აუქციონზე იოანე - ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე და მას საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემს.
ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ განუზომელი და შეუფასებელია, ის პატრიოტული და კეთილშობილური საქმეები რასაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის, მისი კულტურისა და ისტორიის უნიკალური ძეგლების გადასარჩენად თუ სამშობლოში დასაბრუნებლად აკეთებს.
„განუზომელი და შეუფასებელია, ის პატრიოტული და კეთილშობილური საქმეები რასაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის, ჩვენი კულტურისა და ისტორიის უნიკალური ძეგლების გადასარჩენად თუ სამშობლოში დასაბრუნებლად აკეთებს. აქ ალბათ მხოლოდ თავის დახრა და უზომო მადლიერების გამოხატვა გვმართებს ამ მამულიშვილური და მართლაც დიდი მოვლენის გამო“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.