გია აბაშიძე: ევროპარლამენტის არჩევნებმა ხაზგასმით მიანიშნეს, რომ საქართველოს მსგავსად, ევროპელების მიერ თავიანთი ქვეყნების სუვერენიტეტისა და თავისუფლების დაცვა გამოგონილი

გია აბაშიძე: ევროპარლამენტის არჩევნებმა ხაზგასმით მიანიშნეს, რომ საქართველოს მსგავსად, ევროპელების მიერ თავიანთი ქვეყნების სუვერენიტეტისა და თავისუფლების დაცვა გამოგონილი "რუსული პროექტი" კი არა, არამედ ნამდვილი დემოკრატიაა

ევროპარლამენტის არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ ელექტორატისთვის აუტანელია ვაშინგტონიდან ბრიუსელზე და ცალკეულ ევროპულ დედაქალაქებზე თავსმოხვეული დიქტატი, ფსევდოიდეოლოგიები და ფსევდოფასეულობები-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. 

ანალიტიკოსი ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფსევდოლიბერალიზმი სამართლიანად შეირყა და პროცესი მეტ დინამიკას იძენს. 

„ევროპარლამენტის არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ ელექტორატისთვის აუტანელია ვაშინგტონიდან ბრიუსელზე და ცალკეულ ევროპულ დედაქალაქებზე თავსმოხვეული დიქტატი, ფსევდოიდეოლოგიები და ფსევდოფასეულობები.

რასაც ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს, გლობალური ფსევდოლიბერალების მიერ მეინსტრიმ მედიაზე კონტროლის მიუხედავად, უფრო აქტუალური გახდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროპელებისთვის ფინანსური ზიანისა და კონტინენტზე უკონტროლო იმიგრაციის აღზევების ფონზე.

ზაზა შათირიშვილი და მისი მრავალი ქართველი თანამოაზრეები, რომლებიც ყურადღებით ვაკვირდებით დასავლეთში მიმდინარე პროცესებს, ვარჩევთ თუ სადაა სიმართლე და სად დომინირებენ ცრუ იდეოლოგიები. ცხადია, საკუთარ თავზე ამას გრძნობენ ევროპელი ამომრჩევლები და 9 ივნისის შედეგებმაც არ დააყოვნეს.

ევროპაში წინ კიდევ წევრი ქვეყნების ნაციონალური არჩევნებია, აშშ-ში  - 5 ნოემბრის საპრეზიდენტო. ფსევდოლიბერალიზმი სამართლიანად შეირყა და პროცესი მეტ დინამიკას იძენს. 

ევროპარლამენტის არჩევნებმა ხაზგასმით მიანიშნეს, რომ საქართველოს მსგავსად, ევროპელების მიერ თავიანთი ქვეყნების სუვერენიტეტისა და თავისუფლების დაცვა გამოგონილი "რუსული პროექტი" კი არაა, არამედ ნამდვილი დემოკრატიაა და ჭეშმარიტი დასავლური ფასეულობებისკენ სწრაფვა.“-წერს გია აბაშიძე.