ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპარლამენტის არჩევნებით ევროპაში ახალი პოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბება დაიწყო

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპარლამენტის არჩევნებით ევროპაში ახალი პოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბება დაიწყო

ევროპარლამენტის არჩევნებით ევროპაში ახალი პოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბება დაიწყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის არჩევნებმა ცვლილებები გამოიწვია საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში.

ფაქტობრივად, ამ არჩევნებით ევროპაში ახალი პოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბება დაიწყო. არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ევროპელ ხალხს სურს, ევროპაში შექმნილ ვითარებას გადახედოს . რა თქმა უნდა, ეს რადიკალურად არ ცვლის ევროპარლამენტში ძალთა განლაგებას, მაგრამ აშკარად სახეზეა ცვლილებები. ამ არჩევნებმა ყველაზე დიდი ცვლილებების ეტაპი დააყენა ევროპის ლოკომოტივ ქვეყნებში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, იტალიაში. ე.წ. ძველი ევროპა ცვლილებების პერიოდშია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.