ირაკლი ქადაგიშვილი: არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, ფსიქიკურ ტერორზეა გადასული, ჩნდება კითხვა, ევროკავშირისთვის რა ფასეულობებია მისაღები?

ირაკლი ქადაგიშვილი: არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, ფსიქიკურ ტერორზეა გადასული, ჩნდება კითხვა, ევროკავშირისთვის რა ფასეულობებია მისაღები?

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, შანტაჟსა და ფსიქიკურ ტერორზეა გადასული, ჩნდება კითხვა, ევროკავშირისთვის რა ფასეულობებია მისაღები?, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკისრებათ დონორებს, რომლებიც ამ ორგანიზაციებს აფინანსებენ.

„სახეზეა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი გადაქცეული არიან შანტაჟისა და ფსიქიკური ტერორის განმახორციელებელ ორგანიზაციებად. პირველ რიგში, პასუხისმგებლობა სწორედ იმ დონორებს ეკისრებათ, რომლებიც ამ ორგანიზაციებს აფინანსებენ. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში გამარჯვების მიმართ პოლიტიკური უიმედობა აქვთ, ამიტომ ასეთი მძიმე ფონის შექმნაზე არიან გადასული. ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს ევროკავშირი აფინანსებს. კითხვა ისმის, ევროკავშირისთვის რა ფასეულობებია მისაღები, თუ ორმაგი სტანდარტი იმდენადაა გამჯდარი, რომ შეიძლება იღიმოდე და ამბობდე, რომ მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნები გაქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, დაფარული, გაუმჭვირვალე ფინანსებით ფსიქოლოგიურ ტერორს, შანტაჟს აფინანსებდე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მერაბ.g ევროპის რიგ მოწინავე ქვეყნებში ფსიქიკური ზეწოლა დასჯადია სისხლის სამართლის წესით!
5 თვის უკან