გია აბაშიძე ირაკლი ღარიბაშვილის  ოჯახის სარჩელზე „ტვ პირველის“ წინააღმდეგ: მართებული გადაწყვეტილებაა - რაც მეტი საჩივარი შევა სასამართლოში ბოროტი დეზინფორმატორების წინააღმდეგ, მით უკეთესია მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის

გია აბაშიძე ირაკლი ღარიბაშვილის  ოჯახის სარჩელზე „ტვ პირველის“ წინააღმდეგ: მართებული გადაწყვეტილებაა - რაც მეტი საჩივარი შევა სასამართლოში ბოროტი დეზინფორმატორების წინააღმდეგ, მით უკეთესია მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის

მართებული გადაწყვეტილებაა - რაც მეტი საჩივარი შევა სასამართლოში ბოროტი დეზინფორმატორების წინააღმდეგ, მით უკეთესია მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ინფორმაციის იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი ტვ პირველს ცილისწამების გამო სასამართლოში უჩივის. 

ანალიტიკოსის თქმით, დასავლეთში პოლიტიკოსები და სელებრითები აქტიურად იყენებენ მართლმსაჯულების ბერკეტებს ხანმოკლე სენსაციის მოყვარული ზნედაცემული პერსონაჟების წინააღმდეგ.

„მართებული გადაწყვეტილებაა - რაც მეტი საჩივარი შევა სასამართლოში ბოროტი დეზინფორმატორების წინააღმდეგ, მით უკეთესია მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის. გინდ "პოლიტიკური დევნა" უწოდონ, გინდ "რუსული რევანში". დროა ცილისწამებისთვის მასობრივად მოეთხოვოთ პასუხი ფსევდოლიბერალ ფაშისტებს. ამ მხრივ, დასავლეთში პოლიტიკოსები და სელებრითები აქტიურად იყენებენ მართლმსაჯულების ბერკეტებს ხანმოკლე სენსაციის მოყვარული ზნედაცემული პერსონაჟების წინააღმდეგ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი სასამართლოს სარჩელით მიმართავს და ითხოვს ცილისწამებად იქნეს აღიარებული "ტვ პირველის" გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათში" გასული სიუჟეტი, რომელიც შპს „ღარიბაშვილის მარანსა“ და ფრანგი ინვესტორის მიერ დაფუძნებულ კომპანიას შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებას ეხებოდა.

"ეს სიუჟეტი არის ნათელი მაგალითი, იმ წინასწარ დაგეგმილი ცილისწამების კამპანიისა, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებს "ტვ პირველი" და კონკრეტულად გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათი“ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ოჯახის მიმართ“, - აღნიშნა ღარიბაშვილის ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა“, - წერს გია აბაშიძე.