კონგრესშიც უნდათ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოაცილონ, უკრაინის მსგავსად, „ძლიერი დემოკრატია“ საქართველოშიც იყოს, ანუ მათი მიზანი ომია, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ე.წ. შავი ფული სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგაა მიმართული და ძალადობის წახალისებაზე იხარჯება.
„ძალიან სამწუხაროა, რომ დონორი ორგანიზაციები დღემდე არ გამოთქვამენ სინანულს, როდესაც დეპუტატებს მკვლელობითა და კეფაში ტყვიის სროლით ემუქრებიან, ოჯახის წევრების მიმართ ტერორს ახორციელებენ. ამას ვამბობთ, რომ, სამწუხაროდ, ე.წ. შავი ფული სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ და ძალადობის წახალისებაზე იხარჯება. კონგრესშიც ვნახეთ „ფილმი“. უნდათ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოაცილონ, რათა „ძლიერი დემოკრატია“, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია, საქართველოშიც იყოს. მათ საქართველოში ომი უნდათ. ესაა მათი მიზანი“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.