ყველა ქვეყანა აღნიშნავს იმ პროგრესს, რომელიც წლიდან წლამდე საქართველოში შშმ პირთა უფლებების განმტკიცებისთვის არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„ეს ასამბლეა, რომელიც იმართება ამ კვირაში გაეროში, არის ყოველწლიური და მასში მონაწილეობს გაეროს კონვენციის ყველა ხელმომწერი ქვეყანა. მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად საქართველო ამ ასამბლეაზე ღირსეულად არის წარმოდგენილი და ჩვენ ყოველთვის ვართ ყურადღების ცენტრში. ვუზიარებთ იმ წარმატებებსა და გამოწვევებს, რაც ამ მიმართულებით გვაქვს.
ფაქტია, რომ ყველა ქვეყანა აღნიშნავს იმ პროგრესს, რომელიც წლიდან წლამდე საქართველოში შშმ პირთა უფლებების განმტკიცებისთვის არსებობს. გამოსვლა გვექნება გაეროში და ვისაუბრებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შშმ პირთა მძიმე უფლებრივ მდგომარეობაზე“, - აღნიშნა მან.
რატი იონათამიშვილი ნიუ-იორკში, გაეროს შშმ პირთა უფლებების მე-17 ასამბლეაში მონაწილეობს.