ნინო წილოსანი: ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების ანალიზისას შეგვიძლია მკაფიოდ ვთქვათ, რომ რადიკალურად არის გაზრდილი ულტრამემარჯვენე და კონსერვატიული პარტიების წარმომადგენლობა

ნინო წილოსანი: ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების ანალიზისას შეგვიძლია მკაფიოდ ვთქვათ, რომ რადიკალურად არის გაზრდილი ულტრამემარჯვენე და კონსერვატიული პარტიების წარმომადგენლობა

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების ანალიზისას შეგვიძლია მკაფიოდ ვთქვათ, რომ რადიკალურად არის გაზრდილი ულტრამემარჯვენე და კონსერვატიული პარტიების წარმომადგენლობა ევროპარლამენტში, - ასე შეაფასა ნინო წილოსანმა ევროპარლამენტში ჩატარებული არჩევნები. პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ გაიზარდა ქვეყნების ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკა.

„მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ის პოლიტიკა, რომელიც მიემართება ქვეყნის სუვერენიტეტისა და ინტერესების დაცვაზე. ჩვენ ვნახეთ გამარვჯვებული პარტიების ლიდერების განცხადებები, როლებიც ამბობენ, რომ მათი პოლიტიკა, ისევე როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, იქნება საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა, ქვეყნის სუვერენიტეტის გამყარება და დაცვა გარე ძალებისგან“, - აცხადებს წილოსანი.