მაკა ბოჭორიშვილი უკრაინის აღდგენის კონფერენციაში პრემიერის მონაწილეობაზე: კიდევ ერთხელ ჩანს საქართველოს პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით და ეს პოზიცია კიდევ ერთხელ გაჟღერდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან

კიდევ ერთხელ ჩანს საქართველოს პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გაჟღერდება ეს პოზიცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა უკრაინის აღდგენის კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობის შესახებ.

„ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ ერთხელ ჩანს საქართველოს დამოკიდებულება უკრაინის მიმართ, საქართველოს პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გაჟღერდება ეს პოზიცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ამავდროულად, კარგი შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებული საკითხებიც იყოს განხილული სხვადასხვა ფორმატში”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს, ბერლინში, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის კონფერენციაში.