ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვებას საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლეპენი ისტორიულ შანსს უწოდებს და აცხადებს, რომ მის პარტიას საშუალება ეძლევა საფრანგეთი ჩვეულ გზაზე დააბრუნოს. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ფრანგული ტელეარხის ეთერიდან ლე პენმა მოსახლეობას მოუწოდა, დაეხმარონ მის პარტიას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობის მოპოვებაში.
„ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, საშუალება მივცეთ ეროვნულ მოძრაობას, საფრანგეთი საკუთარ გზაზე დააბრუნოს. ამისთვის უნდა გავერთიანდეთ. მე შევხვდი სიის სათავეში მყოფს, ასევე, შევხვდი სხვა ოფიციალურ პირებს, რომლებიც შეძლებენ ამ უმრავლესობის ჩამოყალიბებას. ამას ელოდებიან ფრანგები ჩვენგან. მათ მკაფიო სიგნალი გაგზავნეს, თქვეს: „ჩვენ გვინდა მიმართულების შეცვლა“. ჩვენი კი ვეუბნებით მათ, რომ ამის გასაკეთებლად მზად ვართ”, - აღნიშნა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ეროვნული გაერთიანების ლიდერმა მარინ ლე პენმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა.