გერმანიაში ჩატარებულ ევროპარლამენტის არჩევნებს და მის შედეგებს ქვეყნის კანცლერი გამოეხმაურა და მას სამთავრობო კოალიციის ყველა პარტიისთვის ცუდი უწოდა. ოლაფ შოლცის მოსაზრებით, არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიების წარმატება შემაშფოთებელია. გერმანიის კანცლერის თქმით, ის ევროკავშირის ხელმძღვანელობის შესახებ გადაწყვეტილების სწრაფად მიღების მომხრეა და დასძინა, რომ ევროკომისიის თავმჯდომარე ევროპარლამენტში დემოკრატიული პარტიების დემოკრატიულ უმრავლესობას უნდა დაეყრდნოს.
„ჩვენი მისია ყოველთვის უნდა იყოს მათი უკან დახევა და იმის უზრუნველყოფა, რომ არსებობდეს უმრავლესობა იმ პარტიების სასარგებლოდ, რომლებმაც აიღეს მკაფიო ვალდებულება ჩვენი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის მიმართ, იმის მიმართ, რაც ჯერ კიდევ განგვსაზღვრავს ჩვენ, როგორც ევროკავშირს“, - აღნიშნა გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შლცმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნებში გერმანიის მმართველი კოალიციის სამივე პარტია დამარცხდა. შედეგების მიხედვით, პირველი ადგილი კონსერვატიულმა პარტიამ დაიკავა.