დავით კაჭარავა: მნიშვნელობა არ აქვს რადიკალური ოპოზიცია გაერთიანდება თუ - არა, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელსაც ჩვენ ქვეყანაში შანსი აღარასდროს აღარ ექნება

დავით კაჭარავა: მნიშვნელობა არ აქვს რადიკალური ოპოზიცია გაერთიანდება თუ - არა, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელსაც ჩვენ ქვეყანაში შანსი აღარასდროს აღარ ექნება

„ბოლოდროინდელი ყველა კვლევა, თუნდაც ოპოზიციის მიერ ჩატარებული, აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ ერთპიროვნული ლიდერია. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს რადიკალური ოპოზიცია გაერთიანდება თუ - არა.“ - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ განაცხადა. 

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელსაც საქართველოში შანსი აღარასდროს აღარ ექნება.

„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს ძალა, რომელსაც კოლექტიურ ნაცმოძრაობას ვუწოდებთ, ერთ ძალას წარმოადგენენ. დროდადრო ვითომ იშლებიან, რათა თავიანთ ამომრჩეველზე ძალაუფლება დაიტოვონ, თუმცა, რეალურად, ერთსა და იმავე საქმეს ემსახურებიან და მათ შორის განსხვავება არ არის. კრიტიკულ მომენტში კი ყოველთვის ერთიანდებიან. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვიან, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელსაც ჩვენ ქვეყანაში შანსი არასდროს აღარ ექნება.“ - განაცხადა დავით კაჭარავამ.