„ლიბერალური ფაშიზმი“ აბსოლუტურად შეუწყნარებელია ნებისმიერი განსხვავებული აზრის მიმართ. უნდა ჩაქოლო, გაანადგურო მოწინააღმდეგე, ყველა საწინააღმდეგო აზრი და ეს უნდა გააკეთო ნებისმიერ გზით,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში „ლიბერალურმა ფაშიზმმა“ არნახულ მასშტაბებს მიაღწია.
მისივე თქმით, „ლიბერალური ფაშიზმისთვის“, დამახასიათებელია ადამიანის გაშავება და ეს მეთოდი უკვე გამოყენებულია გერმანიაში, სადაც არაერთი პირია დაკავებული ისეთი პოლიტიკური ბრალდებებით, რომელთა საფუძველი უცნობია.
„ლიბერალური ფაშიზმი“ აბსოლუტურად შეუწყნარებელია ნებისმიერი განსხვავებული აზრის მიმართ. უნდა ჩაქოლო, გაანადგურო მოწინააღმდეგე,
ყველა საწინააღმდეგო აზრი და ეს უნდა გააკეთო ნებისმიერ გზით. შეიძლება ადამიანი გააქრონ ნებისმიერი სოციალური წრიდან და აქტივობიდან. „ლიბერალური ფაშიზმის“ დამახასიათებელია პიროვნების გაშავება, როგორც ეს უკვე მოხდა გერმანიაში. იქ რამდენიმე ათეული ადამიანია დაკავებული პოლიტიკური ბრალდებებით და არავისთვის არის ცნობილი, რა უდევს საფუძვლად ამ ბრალდებებს. „ლიბერალური ფაშიზმია“ თავდასხმების მცდელობები, როგორიც იყო თავდასხმა რობერტო ფიცოზე ავსტრიაში ან მუქარა საქართველოს პრემიერ-მინისტრზე, როცა ევროკომისარმა პირდაპირ უთხრა - გაითვალისწინე ფიცოს რა მოუვიდა, შენთანაც შეიძლება იგივე მოხდესო. ბოლო პერიოდში მუქარის და ზეწოლის არაერთი ფაქტი იყო.
ამერიკის შეერთებულ შტატებში „ლიბერალურმა ფაშიზმმა“ არნახულ მასშტაბებს მიაღწია. მართლაც საოცარი, წარმოუდგენელი ბრალდებები წაუყენეს და დაუმტკიცეს მთავარ ოპოზიციონერ კანდიდატს, ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მოსამართლე, რომელმაც განაჩენი გამოიტანა, ჯო ბაიდენის ღია მომხრე და საარჩევნო კამპანიის დამფინანსებელია. წარმოიდგინეთ, საქართველოში რომ არსებობდეს მოსამართლე, რომელიც არის მმართველი უმრავლესობის საარჩევნო კამპანიის შემომწირველი, რა ამბავი მოხდებოდა. შეიძლება სანქციები სანატრელი გამხდარიყო. შესაძლოა პირდაპირ ომიც კი გამოეცხადებინათ საქართველოს წინააღმდეგ. ამერიკაში კი ეს ჩვეულებრივი ამბავია,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
თი. ახალი ფაშისტები იყენებენ ტექნოლოგიებს ... საკუთარ პოლიტიკურ უმცირესობას ხალხის ხმად ასაღებენ და წამსვლელები არიან ყველაფერზე, რომ ხელისუფლებასი მოვიდნენ, ბიუჯეტი ხელში ცაიგდონ საძარცვავად, დაიწყონ ომი და წითლიძემ საქვეყნოდ კოცნოს ტუჩებში სამადაშვილი და ხაზარაძემ გირჩზურაბა