დავით ქართველიშვილი: თუ ევროპაში აგენტები სამთავრობო დონეებზე ეროვნული, ტრადიციული, კონსერვატორული ძალებით ჩანაცვლდებიან, ნელ-ნელა მივალთ იმ 2030 წლამდე, როცა ევროკავშირში ჩვენი ღირსეული ადგილიც იქნება

„ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა მედიასთან ევროკავშირში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებზე ისაუბრა. 

როგორც დავით ქართველიშვილმა აღნიშნა, თუ არსებული ტენდენცია არ შეიცვალა, 2030 წლისთვის ევროპარლამენტში უმრავლესობა უკვე კონსერვატიული იქნება.

„თუ ევროპაში აგენტები სამთავრობო დონეებზე ეროვნული, ტრადიციული, კონსერვატორული ძალებით ჩანაცვლდებიან, ნელ-ნელა მივალთ იმ 2030 წლამდე, როცა ევროკავშირში ჩვენი ღირსეული ადგილიც იქნება, როგორც ეს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა. 2030 წლისთვის უკვე ევროპარლამენტის მორიგი არჩევნები უწევს,  სადაც, დარწმუნებული ვარ, თუ ეს ტენდენცია არ შეიცვალა, უმრავლესობა უკვე კონსერვატიული იქნება.“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.