რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა „ქრონიკასთან“ იმ ინციდენტს გამოეხმაურა, რომელიც 9 ივნისს შეემთხვა.
„უმსგავსო საქციელი ვნახეთ გუშინ. არასრულწლოვანთან ერთად ვიყავი და მომივარდნენ მომარჯვებული [ტელეფონით]. შეიძლება აღშფოთებული იყო, მაგრამ კამერის მომარჯვებას არ დაიწყებ და ჩაწერას. თითქოს ვიღაცას უდასტურებენ და ანგარიში უნდა ჩააბარონ. ფაშისტური გამოხტომები ახასიათებთ მწვალებელთა პარტიას და მათ მიმდევრებს. ჩვენი გამარჯვება ქართველ, მართლმადიდებელ ერთან ერთად გარდაუვალია და ამას ყველა ერთად 26 ოქტომბერს ვიზეიმებთ“, - აღნიშნა ზარქუამ.