ძვირფასო მეგობრებო, გმადლობთ წლების განმავლობაში თქვენი ურყევი მხარდაჭერისთვის, კეთილი სიტყვებისთვის და თანამშრომლობისთვის, - ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რომელიც ორგანიზაციაში მეორე ვადით ვერ მოხვდა, მხარდამჭერებს X-დან მიმართავს.
„მიუხედავად იმისა, რომ ხელახლა არ ამირჩიეს, მე მაინც ჩვენი საერთო მიზნების ერთგული ვარ და გავაგრძელებ აქტიურ მონაწილეობას. მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას ამ პარასკევს ვილნიუსში!“, - წერს ფოტიგა.