ოპოზიციამ უკვე თავისი სახე აჩვენა. მათ მთლიანად გააშიშვლეს საკუთარი პოლიტიკური პოზიცია, რომ ისინი არიან უცხო ძალების დაკვეთის შემსრულებლები. და ინტერესების გამტარებლები საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას ქართველ ხალხთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„მათი სახელები და გვარებია მხოლოდ ქართული. ყველამ დაინახა, რომ ისინი დადგნენ არა საქართველოს, არამედ უცხო ჯგუფების მხარეს. ისინი საარჩევნო კამპანიას საქართველოში არ აწარმოებენ. დადიან ერთი ქვეყნიდან მეორეში, თავს იწონებენ ფოტოებითა და შეხვედრებით, თავს აწონებენ საკუთარ პატრონებს რომ დააჯერონ იმაში, რომ დაბეჯითებით შეასრულებენ მათ დაკვეთებსა და დავალებებს.
26 ოქტომბერს ქართველ ხალხს ექნება უნიკალური შესაძლებლობა საკუთარი არჩევანი დაანახონ ყველას, რომ ქართველი ხალხი თავის ეროვნულ ინტერესებს არ გადაუხვევს და საბოლოოდ დაასანქცირებს ოპოზიციას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.