სამწუხაროდ, დღეს როგორც ევროპული, ისე ამერიკული ფონდები არსებობს, რომელიც საქართველოში გაუმჭვირვალედ ხარჯავენ ფულს და შემდეგ ირკვევა, რომ ეს ფული მიდის პოლიტიკური პარტიების, რადიკალური ჯგუფების დასაფინანსებლად

სამწუხაროდ, დღეს როგორც ევროპული, ისე ამერიკული ფონდები არსებობს, რომელიც საქართველოში გაუმჭვირვალედ ხარჯავენ ფულს და შემდეგ ირკვევა, რომ ეს ფული მიდის პოლიტიკური პარტიების, რადიკალური ჯგუფების დასაფინანსებლად

სამწუხაროდ, დღეს როგორც ევროპული, ისე ამერიკული ფონდები არსებობს, რომელიც საქართველოში გაუმჭვირვალედ ხარჯავენ ფულს და შემდეგ ირკვევა, რომ ეს ფული მიდის პოლიტიკური პარტიების, რადიკალური ჯგუფების დასაფინანსებლად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სანქციებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილმა არასერიოზული უწოდა რადიკალური ოპოზიციის საუბრებს იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ს სანქციების შემდეგ შესაძლოა სანქციები დააწესოს დასავლეთმაც, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციასა და კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

„არასერიოზულია კიდევ ერთხელ, როგორც მუქარა იყო არასერიოზული, ისე შემდეგ განცხადება იყო არასერიოზული. მე ყველას მოვუწოდებ, რომ უპირველეს ყოვლისა უზრუნველყონ საკუთარი ფინანსების საჯაროობა და გამჭვირვალობა საქართველოში, სამწუხაროდ, დღეს როგორც ევროპული, ისე ამერიკული ფონდები არსებობს, რომელიც საქართველოში გაუმჭვირვალედ ხარჯავენ ფულს და შემდეგ ირკვევა, რომ ეს ფული მიდის პოლიტიკური პარტიების, რადიკალური ჯგუფების დასაფინანსებლად. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ იხელმძღვანელონ დემოკრატიული პრინციპებით და იმ ღირებულებებით, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ და უზრუნველყონ საკუთარი ბიუჯეტიდან დახარჯული ფულის გამჭვირვალობა. ვწუხვარ, რომ დღემდე, დისკუსიის დაწყებიდან უკვე სამი თვე გავიდა და დღემდე ვერ მოვისმინე ვერცერთი ევროპელი ჩინოვნიკისგან თუ ჩინოსნისგან განცხადება, რომ ისინი, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფენ გამჭვირვალობას, ვთქვათ, ევროკავშირის ბიუჯეტიდან დახარჯული ფულის. დღემდე ევროპის დემოკრატიის ფონდი არ ასაჯაროებს თავის დაფინანსებებს საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, ჩვენს საერთო გაზიარებულ ღირებულებებს და წარმოადგენს გაუმჭვირვალე მიდგომას ქვეყნებს შორის ურთიერთობების“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.