პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. დეპუტატის თქმით, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ევროპელი ხალხი არ დაეთანხმა აშშ-ის კონგრესმენების განმარტებას, რომლის მიხედვითაც ომი ძლიერი დემოკრატიაა, მშვიდობა - სუსტი.
„ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ევროპელი ხალხის უმრავლესობა არ დაეთანხმება ამერიკელი კონგრესმენების მიერ ევროპული ღირებულებების ისეთ განმარტებას, რომლის მიხედვით ომი ძლიერ დემოკრატიად უნდა წარმოჩინდეს, ხოლო მშვიდობის შენარჩუნება დემოკრატიის სისუსტედ,
ლგბტ პროპაგანდა სახელმწიფოს სულიერ მისიად უნდა გამოცხადდეს, ხოლო ტრადიციები და სარწმუნოება წარსულს უნდა ჩაბარდეს.
სწორედ ამიტომ, ევროპულმა საზოგადოების უმრავლესობამ ამ არჩევნებით აჩვენა მსოფლიოს ე ვ რ ო პ ე ლ ი ხ ა ლ ხ ი ს ძ ა ლ ა ევროპაში !!“