რატი იონათამიშვილი ნიუ - იორკში, გაეროს შშმ პირთა უფლებების მე - 17 ასამბლეაში მონაწილეობს

რატი იონათამიშვილი ნიუ - იორკში, გაეროს შშმ პირთა უფლებების მე - 17 ასამბლეაში მონაწილეობს

რატი იონათამიშვილი 11-13 ივნისს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების 17-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გაეროს ნიუ იორკის ოფისში გაიმართება.

17-ე ასამბლეაში მონაწილე ქვეყნებს იონათამიშვილი სიტყვით მიმართავს და  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები შშმ პირთა მძიმე უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრებს.

ასევე, ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან და ოფიციალურ პირებთან.