CNN-ი ევროპარლამენტის განახლებული შემადგენლობის პროგნოზს აქვეყნებს, რომელიც 11 წევრი სახელმწიფოს წინასწარ მონაცემებს და 16 წინასაარჩევნო გამოკითხვას ეფუძნება.
ტელეარხის ცნობით, მანდატები ევროპარლამენტში ასე გადანაწილდება: „ევროპის სახალხო პარტია“ 181 მანდატს მოიპოვებს, სოციალისტები და დემოკრატები კი 135 ადგილს მიიღებენ. „განაახლეთ ევროპა“ – 82 მანდატს აგროვებს, „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ – 71-ს. „იდენტობა და დემოკრატია“ განახლებულ ევროპარლამენტში 62 ადგილს მიიღებს, „მწვანეები“ კი 53-ს. ამავე პროგნოზის მიხედვით, მემარცხენეები ახალ ევროპარლამენტში 34 დეპუტატით იქნებიან წარმოდგენილები.