ევროპარლამენტის განახლებული და უფრო მემარჯვენე შემადგენლობა ნიშნავს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიაში ძალიან ბევრი საკადრო ცვლილება იქნება! - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ევროპაში ცვლილებების მასშტაბი, მოსალოდნელზე უფრო დიდი აღმოჩნდა.
"ევროპაში ცვლილებების მასშტაბი, მოსალოდნელზე უფრო დიდი აღმოჩნდა. საფრანგეთში, მარინ ლე პენის პარტიამ “ეროვნული ფრონტი” 31.5% მიიღო, ხოლო პრეზიდენტ მაკრონის პარტიამ “რენესანსი” ორჯერ ნაკლები, მხოლოდ 15%.
განცდილი მარცხის შემდეგ, მაკრონმა ეროვნული ასამბლეა დაშლილად გამოაცხადა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა!
დამარცხდა ოლაფ შოლცის პარტიაც! კანცლერის პარტიამ, 12%-ით მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა. 30.30%-ით ლიდერობს “ქრისტიან-დემოკრატიული და “ქრისტიან-სოციალისტური” პარტიების ბლოკი. 16% მოიპოვა და შესაბამისად მეორე ადგილი დაიკავა მემარჯვენე პარტიამ “ალტერნატივა გერმანიისთვის.”
ავსტრიაშიც დიდი უპირატესობით იმარჯვებს ევროსკეპტიკოსების პარტია, რომელმაც ხმათა 27% მიიღო. “ავსტრიის თავისუფლების პარტია” რუსეთთან ომის მოწინააღმდეგეა. აღსანიშნავია, რომ ავსტრიაში მალე საპარლამენტო არჩევნებია, სადაც ამავე პარტიის გამარჯვებაა მოსალოდნელი.
ევროპარლამენტის განახლებული და უფრო მემარჯვენე შემადგენლობა ნიშნავს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიაში ძალიან ბევრი საკადრო ცვლილება იქნება!
ფონ დერ ლეინი, ბორელი, მიშელი და ა.შ.
სიცოცხლის ნიშნებს იძლევა", - წერს ვატო შაქარიშვილი.