ეგზიტპოლის თანახმად, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის „სოციალ-დემოკრატები“ გერმანიაში ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
ARD-ისა და ZDF-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ოლაფ შოლცის პარტიამ ხმების 14% მიიღო, კონსერვატორებმა (CDU და CSU) 29,5-30%-ით პირველ ადგილზე გავიდნენ, ხოლო ნაციონალისტური პარტია AfD 16,5-16%-ით მეორე ადგილზეა.