ირაკლი კობახიძე: ელექტრონული წესით იქნება უზრუნველყოფილი ხმის მიცემა და ხმების დათვლა, ამომრჩევლის რეგისტრაცია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არსებითად გააუმჯობესებს საარჩევნო პროცედურების ხარისხს

ირაკლი კობახიძე: ელექტრონული წესით იქნება უზრუნველყოფილი ხმის მიცემა და ხმების დათვლა, ამომრჩევლის რეგისტრაცია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არსებითად გააუმჯობესებს საარჩევნო პროცედურების ხარისხს

ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ არჩევნების ელექტრონულ სისტემაზე ისაუბრა. პრემიერმა აღნიშნა, რომ არჩევნების საბოტაჟის მცდელობა იმ გეგმების ლუსტრაციაა, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას აქვს.

„ელექტრონული წესით იქნება უზრუნველყოფილი ხმის მიცემა და ხმების დათვლა, ამომრჩევლის რეგისტრაცია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არსებითად გააუმჯობესებს საარჩევნო პროცედურების ხარისხს. ასეთ დროს, როდესაც ვხედავთ რაღაც საბოტაჟის მცდელობას არჩევნების დელეგიტიმაციისთვის წინასწარ ფონის შექმნის მცდელობას, ეს არის ძალიან სამწუხარო. რეალურად, ამით ხდება ყველაფრის ლუსტრაცია - რა შეიძლება ჰქონდეს დაგეგმილი ქვეყანაში რადიკალურ ოპოზიციას“, - მიიჩნევს პრემიერი.