ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება, - ასე აფასებს მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, კრისტი ტალახაძის ქმედებას, რომელმაც დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა იქ მიაყენა, სადაც ზარქუა 11 წლის ქალიშვილს ელოდებოდა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აქტივისტს თავიდანვე მიაწოდა ინფორმაცია მისი არასრულწლოვანი შვილის შესახებ, ტალახაძემ მაინც განაგრძო თანამზრახველთან ერთად, დავალებული ქმედების განხორციელება.
„ეს არის მორიგი გამოვლინება ფაშიზმის. აღმოჩნდა რომ სპეციალურად მომიგზავნეს, თორემ თავად მსხვერპლია, ჭანჭიკია. ხოშტარიასი, გირჩისა და ნაცების მიმდევარია, სექტას, რომ ეძახიან, იმის წევრია და მითუმეტეს შესაბრალებელია, რას უნდა ელაპარაკოს მას, მორალზე ან ღირსებაზე. ასეთი გამოხტომებით ჩვენ ვერ შეგვაშინებთ, იცოდეთ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ყველას საბოლოო პოლიტიკურ განაჩენს გამოგიტანთ“, - განაცხადა ზარქუამ.