რაც ამჟამად ოკეანის გაღმა-გამოღმელი პატრონთა წაქეზებულების მიერ საქართველოს პარლამენტის 84 დეპუტატის მიმართ ხდება და რასაც ოპოზიციად წოდებული მეხუთე კოლონა აკეთებს, ეს არ ხდებოდა 20-30-იანი წლების იტალიაში, გერმანიაში, პორტუგალიაში, უნგრეთში, ესპანეთში... ანუ იმდროინდელი ფაშისტური ევროპის უდიდეს ნაწილში! - ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, დეპუტატ ირაკლი ზარქუას მიმართ რადიკალი აქტივისტის მიერ ბულინგის მცდელობა, უკვე ყოველგვარ საზღვრებს სცდება. როგორც გვენეტაძე აცხადებს, დესტაბილიზაციის
მიზნით ჩადენილ ქმედებებს სახელმწიფო და საზოგადოება უმკაცრესად უპასუხებს.
“რაც ამჟამად ოკეანის გაღმა-გამოღმელი პატრონთა წაქეზებულების მიერ საქართველოს პარლამენტის 84 დეპუტატის მიმართ ხდება და რასაც ოპოზიციად წოდებული მეხუთე კოლონა აკეთებს, ეს არ ხდებოდა 20-30-იანი წლების იტალიაში, გერმანიაში, პორტუგალიაში, უნგრეთში, ესპანეთში... ანუ იმდროინდელი ფაშისტური ევროპის უდიდეს ნაწილში!
რასაც, მაშინდელი ევროპული დემოკრატიები, როგორც ახლა საქართველოში დუმილით და თავის დაქნევით ხვდებოდნენ!
დღეს ნაცფაშისტებმა მორიგი იერიში მიიტანეს დეპუტატ ირაკლი ზარქუაზე, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა!
ნაცფაშისტთა ეს აქტივისტი ვინმე ქალი ზედმეტსახელით "ქრისტო" რომელიც ბულინგის დღემდე უცნობ ფორმებს იყენებს. უეჭველია "კანვასის" ტრენერების მიერ დატრენინგებულია ადამიანების მიმართ სიძულვილის გამძაფრებასა და ქვეყნის არეულობის მცდელობა-საბოლოო განადგურებაში!
ამიტომ რასაც ამჟამად ნაცსექტა აკეთებს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზნით, ეს უკვე სცილდება ადამიანურობის საზღვრებს და მისი "შემოქმედები" სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან შესაბამის უმკაცრეს პასუხს მიიღებენ!" - წერს ედიშერ გვენეტაძე.