ევროპარლამენტის არჩევნების დასრულებამდე ერთი დღით ადრე, ბუდაპეშტში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. დემონსტრაცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკური ოპონენტის, პიტერ მაგიარის მიერ იყო ორგანიზებული. მან უნგრეთის დედაქალაქში ათასობით მხარდამჭერი შეკრიბა.
43 წლის ადვოკატმა, რომელმაც ოპოზიციური პარტია რამდენიმე თვეში შექმნა, აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და უნგრელებს უფრო ლამაზ, მშვიდობიან და ბედნიერ ქვეყანას დაჰპირდა.