ყველას გვჯეროდა რომ ამერიკა არის დემოკრატიის შუქურა და რას ვხედავთ - ამერიკიდან ასანქცირებენ სუვერენული სახელმწიფოს ლეგიტიმური პარლამენტის წევრებს იმიტომ, რომ მიიღეს კანონი, რომელიც იცავს უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას

ყველას გვჯეროდა რომ ამერიკა არის დემოკრატიის შუქურა და რას ვხედავთ - ამერიკიდან ასანქცირებენ სუვერენული სახელმწიფოს ლეგიტიმური პარლამენტის წევრებს იმიტომ, რომ მიიღეს კანონი, რომელიც იცავს უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას

ჩემი აზრით მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის დიდი ტრაგედიაა, როდესაც ასე ხდება დევალვაცია ამერიკული ღირებულებების, რომელიც ყველას გვჯეროდა და გვწამდა, რომ ამერიკა არის დემოკრატიის შუქურა, ეს არის ადამიანის უფლებები და რას ვხედავთ - ამერიკიდან ასანქცირებენ სუვერენული სახელმწიფოს ლეგიტიმური პარლამენტის წევრებს იმიტომ, რომ კანონი მიიღეს, კანონი, რომელიც იცავს ჩვენს უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენს კანონზე გაცილებით მკაცრი კანონი აქვთ თავიანთ სახელმწიფოებში. ახლახან საფრანგეთში მიიღეს და უკვე ძალაში შევიდა კანონი, რომელიც გულისხმობს რომ ყველას, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეეხოს. ჩვენთან კიდევ ვთქვით, რომ უბრალოდ წელიწადში ერთხელ შეავსე დეკლარაცია და გააგრძელე მუშაობა - ეს არ გვაპატიეს“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

მისივე თქმით, დეპუტატები დაასანქცირეს იმიტომ რომ კანონი მიიღეს და სამართალდამცავები იმიტომ, რომ წესრიგს იცავენ.

„2012 წლამდე, როდესაც მკვდრები ჯიხურის თავზე შემოყარეს, ამის გამო ერთი დასანქცირებული ან პოლიციელი, ან მერაბიშვილი, ან ადეიშვილები, კეზერაშვილი ან რომელიმე დეპუტატი გინახავთ?! ამიტომ არის ეს ორმაგი სტანდარტი“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები ოფიციალურად გამოაცხადა. სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება სასანქციო სიაში მოხვედრილი პირების ოჯახის წევრებს.

ლაზი თქვენ კი არა ეგენი ჰააგის სასამართლოს ასანქცირებენ და რამე გიკვირთ?
ეგენი არიან დემოკრატიაც, სასამართლოც, კანონიც და მსოფლიოს დირექტორიც.
5 თვის უკან