26 ოქტომბერს იქნება ყველაზე სამართლიანი, ობიექტური და ყველაზე გამჭვირვალე არჩევნები, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ამ არჩევნებს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ვატარებთ და არანაირი პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება, რომელიც მოხდა 2020 წელს, ან ეგზიტპოლების შედეგების გაყალბებას არანაირი შედეგი არ და ვერ ექნება, რადგან კენჭისყრის დასრულებიდან 30 წუთში მთელ ქვეყანას ეცოდინება არჩევნების შედეგები და ჩვენ არავის მივცემთ უფლებას არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რომ ლეგიტიმაციის ქვეშ დააყენოს ახლადარჩეული პარლამენტი“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.