ამ არჩევნების შემდეგ ჩვენ ველოდებით განახლებულ ურთიერთობებს ევროკავშირის ახალ ხელმძღვანელობასთან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროკავშირს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპაში ძლიერდებიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც უფრო ეროვნულ პოლიტიკას გაატარებენ საკუთარ ქვეყნებში და ნაკლებად იქნებიან მინდობილები იმ სტრატეგიაზე, რომელიც როგორც ჩანს ევროკავშირის შიგნითაც აღარ ამართლებს.
„როდესაც დამფუძნებელი მამები აფუძნებდნენ ევროკავშირს, როცა იყო გაფართოების არაერთი ტალღა, ასეთი დამოკიდებულება მომავალი წევრების მიმართ არასდროს ყოფილა. ის, რომ ლგბტ კანონი არ მიიღოთ, კონსტიტუციაში ცვლილებები არ განახორციელოთ, გამჭვირვალობა არ გჭირდებათ და ა.შ. ასეთი რამ არ ყოფილა, პირიქით, ეს ყოველთვის იყო პარტნიორობაზე დამოკიდებული და როგორც ჩანს ეს მიდგომები შეიცვლება როგორც საქართველოს, ასევე სხვა კანდიდატი სახელმწიფოების მიმართ. თავად ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, თავად ადგილობრივ მთავრობებში დიდწილად სიტუაცია შეიცვალა. ძლიერდებიან ის ძალები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ე.წ. კონსერვატორული ღირებულებები“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს.