ირაკლი ზარქუა: ოპოზიციაში უბედურების ზარმა ჩამოკრა, ჩემი „ხაბე“ აღარ არის თავმჯდომარე, დამიჩაგრეს - კი ვაფრთხილებდი გამოგიყენებენ, გიხმარენ და გადაგაგდებენ-მეთქი, მაგრამ არ დაიჯერა - „ხაბე“ მაინც პლუსშია, ბოტასები რჩება, პალტოც

ირაკლი ზარქუა: ოპოზიციაში უბედურების ზარმა ჩამოკრა, ჩემი „ხაბე“ აღარ არის თავმჯდომარე, დამიჩაგრეს - კი ვაფრთხილებდი გამოგიყენებენ, გიხმარენ და გადაგაგდებენ-მეთქი, მაგრამ არ დაიჯერა - „ხაბე“ მაინც პლუსშია, ბოტასები რჩება, პალტოც

პოზიციაში უბედურების ზარმა ჩამოკრა. ჩემი ხაბე აღარ არის თავმჯდომარე - ხაბე დამიჩაგრეს. კი ვაფრთხილებდი გამოგიყენებენ, გიხმარენ და გადაგაგდებენ-მეთქი, მაგრამ არ დაიჯერა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის გადადგომას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა ბრძოლები მიდის და ყველა არჩევნების წინ საპატიო ადგილის დაკავებას ცდილობს.

„დღეს არის 8 ივნისი და ოპოზიციაში უბედურების ზარმა ჩამოკრა. ჩემი „ხაბე“ აღარ არის თავმჯდომარე, მთავარი ოპოზიციური პარტიის. „ხაბე“ დამიჩაგრეს ! კი ვაფრთხილებდი გამოგიყენებენ, გიხმარენ და გადაგაგდებენ-მეთქი, მაგრამ არ დაიჯერა. ყველაფერი ცუდი, რაც შეიძლება გუნდელს კაცმა გაუკეთოს, ის გააკეთებინეს. ჯერ მელიას გასაიდუმლოებული საბჭო ჩაუნიშნეს, სადაც ეს თემა დააყენეს და გადააგდეს.

ყველაფერი ცუდი გააკეთებინეს და მოისროლეს, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. მაგრამ, „ხაბე“ მაინც პლუსშია, ბოტასები რჩება, პალტოც, ახალი იყო სხვათა შორის. „ხაბე“ მაინც მოგებული რჩება, პარტიამ წააგო, „ნაციონალური მოძრაობა“ ხაბესნაირ მიმწოლს მჭევრმეტყველს ვეღარ ნახავ. რა ვიცი, ბუნების ძალები დაიმორჩილა... ასეთი ლიდერი იყო „ხაბე“ და სამწუხაროდ არ დაუფასდა. „ხაბე“ გამაგრდი მე შენს გვერდით ვარ, არჩევნების მერე სადმე, რამეს იზამ.

იმ ბელადმა გამოიღვიძა და მიხვდა, რომ „კეზერამ“ პარტია აახია და ახლა მცდელობა აქვს, რომ პარტია დაიბრუნოს. შიდა ომები მიდის, დაქსაქსულები არიან, რამდენიმე ფლანგი და მიმართულებაა ამ მწვალებლების და ახლა ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომ არჩევნებზე საპატიო ადგილი აიღონ. ბოლო კვლევებით 10%-მდე იყო მათი რეიტინგი. გვარამიამ და მელიამ წაართვეს და გაუყვეს. 20% ჰქონდათ და ახლა 10-10% აქვთ. „ხაბეს“ წასვლის შემდეგ შესაძლოა ბარიერის გადალახვის პრობლემაც დაუდგეთ. მერე ეს პარტია გამოვა, სხვებიც და იტყვიან არჩევნები გაგვიყალბესო.

ბუნებრივია საზოგადოებისთვის არაფერი იცვლება. „ხაბე“ იყო ნომინალური და ახლა ვისაც დანიშნავენ ისიც ნომინალური იქნება, ერთი მიზეზი თქვან, როგორ შეიძლება „ხაბე“ ჩამოაცილო და ქალბატონი ბოკუჩავა დანიშნო, რა მიზნით, რა გაუკეთებია ქვეყნისთვის. შიდა ბრძოლები მიდის, ჩვენთვის უინტერესო, უბრალოდ ზოგჯერ უნდა დავაკვირდეთ და ვიხალისოთ მათი სიგიჟეებით“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.