სარი:

სარი: "მილანი" და "ფიორენტინა" ჩემთვის შესაფერისი გუნდებია, სამწუხაროა, რომ არ დამირეკეს"

მაურიციო სარიმ განაცხადა, რომ გულდაწყვეტილია „მილანიდან“ ან „ფიორენტინადან“ სამსახურზე შეთავაზება ვერ მიიღო. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ორივე გუნდი მისთვის შესაფერისი იყო.

„არ უარვყოფ, რომ ზოგიერთი კლუბით, რომლებმაც არ სცადეს ჩემთან მოლაპარაკება, იმედგაცრუებული ვარ, რადგან შეიძლებოდა თუნდაც ნახევარი საათი ჩემთვის მოესმინათ. ჩემი აზრით, „მილანი“ და „ფიორენტინას“ ჩემთვის შესაფერისი კლუბები იყვნენ“, - თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „ფიორენტინას“ მწვრთნელად რაფაელე პალადინო დაინიშნა, ხოლო „მილანს“ სავარაუდოდ, პაულუ ფონსეკა ჩაიბარებს.