დავით მათიკაშვილი: არ ვართ ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი ნებისმიერი ჩვენი პარტნიორის, მაგრამ ვართ სამართლიანი მიდგომის მომხრე

დავით მათიკაშვილი: არ ვართ ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი ნებისმიერი ჩვენი პარტნიორის, მაგრამ ვართ სამართლიანი მიდგომის მომხრე

არ ვართ ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი ნებისმიერი ჩვენი პარტნიორის, მაგრამ ვართ სამართლიანი მიდგომის მომხრე, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევრო კომისიის გადაწყვეტილებას, რომ უკრაინამ და მოლდოვამ, ყველა პირობა შეასრულეს და ახლა მოლაპარაკებები იხსნება.

დავით მათიკაშვილის თქმით, როდესაც ევროსტრუქტურებიდან მოლდოვასა და უკრაინაზე პოზიტიური იწერება, ამ პირობებში ხდება ჩვენი ქვეყნის დაჩაგვრა, როგორც ეს ერთი წლის წინ მოხდა, როდესაც „შეგნებულად არ მოგვცეს ის სტატუსი, რომელიც გვეკუთვნოდა.

„ჩვენ არ ვართ ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი ნებისმიერი ჩვენი პარტნიორისთვის, მაგრამ ჩვენ ვართ სამართლიანი მიდგომის მომხრე. როდესაც ევროსტრუქტურებიდან მოლდოვასა და უკრაინაზე პოზიტიური იწერება, ამ პირობებში ხდება ჩვენი ქვეყნის დაჩაგვრა, როგორც ეს ერთი წლის წინ მოხდა, როდესაც შეგნებულად არ მოგვცეს ის სტატუსი, რომელიც გვეკუთვნოდა.

რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ორმაგ სტანდარტებზე, არასწორ და ფსევდო მიდგომებზეა საუბარი. თვალის დახუჭვა იქ, სადაც ეს გეოპოლიტიკურად ვინმესთვის სასარგებლოა და სიმართლის არაღიარება საქართველოს შემთხვევაში, როდესაც ყველა კუთხით ჩვენ ბევრი თავით მაღლა ვართ უკრაინაზეც და მოლდოვაზეც“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მერაბ.g ევროკავშირიც და ნატოც ხელოვნურად გაპოპულარულებული თემებია; არც მექრთამეებით სავსე ევროკავშირია კეთილდღეობის საწინდარი და არც უტრაკო ნატოა ქოლგა და მშვიდობის გარანტი; ისე უნდა ვიაროთ, რომ რუსს თავდასხმის საბაბი არ მივცეთ; ცოტას რომ მოვძლიერდებით და ქვეყანას უსამშობლოო მოღალატეებისგან დავგვით, მერე ნელ-ნელა წავალთ წინ! ჯერ წინ დღევანდელობის დიდგორია მოსაგები 26 ოქტომბერს, ხმა სუვერენიტეტს, გამჭვირვალობას, ეკლესიისა და ტრადიციების დაცვას მოვცეთ!
5 თვის უკან