სოზარ სუბარი ოპოზიციაზე: ისინი არიან აგენტურა, რომელიც ასრულებს ქვეყნის გარედან მოსულ დაკვეთებს და ეს დაკვეთა ამ ეტაპზე საქართველოს ომში ჩართვაა

სოზარ სუბარი ოპოზიციაზე: ისინი არიან აგენტურა, რომელიც ასრულებს ქვეყნის გარედან მოსულ დაკვეთებს და ეს დაკვეთა ამ ეტაპზე საქართველოს ომში ჩართვაა

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი რადიკალურ ოპოზიციას პასუხობს. დეპუტატის თქმით, ოპოზიციამ ისევ დაამტკიცა რომ უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებს. სოზარ სუბარის აზრით, ოპოზსიციას არც სანქციების დაწესებაში აქვს რაიმე როლი, ისინი მხოლოდ უცხოელების ნათქვამს იმეორებდნენ. დეპუტატი ამბობს, რომ 26 ოქტომბერს ხალხის სწორ არჩევანს გააკეთებს და შედეგად რადიკალური ოპოზიცია კიდევ ერთხელ დამარცხდება.

„ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ისინი ემსახურებიან არა საქართველოს და ქართველ ხალხს, არამედ თავიანთ უცხოელ მფლობელებს. ისინი არიან აგენტურა, რომელიც ასრულებს ქვეყნის გარედან მოსულ დაკვეთებს და ეს დაკვეთა ამ ეტაპზე საქართველოს ომში ჩართვაა. ომი ჩვენი ქვეყნის დაღუპვა იქნება, თუმცა მათ ეს არ ადარდებთ. რა როლი შეასრულა ოპოზიციამ სანქციების დაწესების პროცესში, ამას მართლა არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, მე მგონია, რომ არც არანაირი როლი არ შეუსრულებიათ. როცა ისინი ამბობენ - საქართველოს დაუწესეთ სანქციებიო, ამას თვითონ კი არ ამბობენ, მათ ამას ეუბნებიან გარედან. ვერ ხვდებიან, რომ ამით ქართველ ხალხს დაარწმუნებენ თავიანთი არჩევანის სისწორეში და თუ საით არის არჩევანი მიმართული, 26 ოქტომბერს გამოჩნდება, როდესაც, კიდევ ერთხელ, უსასტიკეს მარცხს განიცდის აგენტურა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებაში უნდა მოსვლა ანუ რადიკალური ოპოზიცია.“- აღნიშნა სუბარმა.

მერაბ.g წაიკითხეთ სლოვაკეთის გამოჯანმრთელებული პრემიერის ინტერვიუ და მის ქვეყანაში არსებული პოლიტიკის შეფასება, მეგონა საქართველოზე ლაპარაკობდა - ისეთივე გაუმჭვირვალე და პოლიტიკაში ცხვირვაყოფილი ასოები, უცხოურ ფულზე სულგაყიდული ოპოზიცია, სიძულვილის ენა, ბულინგი, ნებისმიერ არასახელმწიფო ინიციატივაზე მხარდაჭერა, ევროკავშირისა და აშუშუსადმი მონური მორჩილება, ფოტიგასნაირების გამოყენება ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც არ მოსწონთ, ყველაფერი "რუსულია" როცა ფიცო უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგ გამოვიდა, ოპოზიცია შარვლიდან ამოხტა ...
5 თვის უკან