ამჟამად მბაპე საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ევრო 2024-სთვის ემზადება
მადრიდის „რეალის“ ყოფილი მეკარე იკერ კასილიასი პსჟ-ის თავდამსხმელის კილიან მბაპეს მადრიდულ კლუბში გადასვლას გამოეხმაურა.
გუშინ, 3 ივნისს, სამეფო კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ.
„არ ვიცი, შაბათს მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა თუ დღეს მბაპეს შეძენით. კეთილი იყოს შენი მობრძანება მსოფლიოს საუკეთესო კლუბში კილიან. არასოდეს არ არის გვიან ბედნიერების პოვნა. მოგზაურობა მე-16 თასისკენ შენით იწყება“, - წერს კასილიასი სოციალურ ქსელში.
მბაპემ „რეალთან“ კონტრაქტს ხელი 2029 წლამდე მოაწერა.