სტატისტიკურ-ანალიტიკური სააგენტო Opta 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფავორიტად ინგლისის ნაკრებს მიიჩნევს.
Opta ბრიტანელებს გამარჯვებისთვის 19,9%-ს აძლევს. ფავრიტთა სამეულში ასევე საფრანგეთის (19,1%) და გერმანიის ეროვნული გუნდები (12,4%).
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება. ტურნირი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
ინგლისის ნაკრები ტურნირზე მოგზაურობას C ჯგუფიდან დაიწყებს. გარეთ საუთგეიტის გუნდის მეტოქეები სლოვენიის, დანიისა და სერბეთის ნაკრებები იქნებიან.
ტურნირის დებიუტანტი კი საქართველოს ნაკრებია.
შეგახსენებთ, რომ წინა, ევრო 2020-ზე ინგლისი ვერცხლის მედალოსანი გახდა, ფინალში იტალიასთან დამარცხდა.