რომან გოცირიძე: რაც „აგენტების რუსულმა კანონმა“ ლონდონის ბირჟაზე ქართულ კომპანიებს დამართა, იშვიათად თუ მოიძებნება პრაქტიკაში - მათი საბაზრო კაპიტალიზაციის ჯამურმა კლებამ დაახლოებით, 5.6 მილიარდი ლარი შეადგინა

რაც „აგენტების რუსულმა კანონმა“ ლონდონის ბირჟაზე ქართულ კომპანიებს დამართა, იშვიათად თუ მოიძებნება პრაქტიკაში, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი რამ მხოლოდ მსოფლიო ფინანსური კრიზისების დროს თუ შეიძლება მოხ

როგორც გოცირიძემ განმარტა, ქართული კომპანიების აქციების ფასების კლება კვლავ გრძელდება.

,,ბოლო ერთი თვის განმავლობაში, პირველი მაისიდან დღემდე, ამ კომპანიებმა ერთბაშად დაკარგეს თავისი ღირებულების მეოთხედზე მეტი: „ჯორჯია კაპიტალი“ -29.8%. „საქართველოს ბანკი“ -30.9%. „თიბისი ბანკი“ -25.6%.

ამ კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციის ჯამურმა კლებამ 1,6 მილიარდი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც დაახლოებით 5,6 მილიარდი ლარის ტოლია" , - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

amo " რაც „აგენტების რუსულმა კანონმა“ ლონდონის ბირჟაზე ქართულ კომპანიებს დამართა, იშვიათად თუ მოიძებნება პრაქტიკაში ". დ ა ამაში ლომის წილი (გარე ძალის გარდა) მიუძღვის ვის? აბა თუ გამოიცნობ?
5 თვის უკან