შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვყავს პოლიტიკოსების კასტა, რომელიც ღიად ამბობს, რომ მათ უნდათ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ ვასალური სახელმწიფო, რომელიც თავის პოლიტიკას აწყობს სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებზე

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვყავს პოლიტიკოსების კასტა, რომელიც ღიად ამბობს, რომ მათ უნდათ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ ვასალური სახელმწიფო, რომელიც თავის პოლიტიკას აწყობს სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებზე

ჩვენი ამოცანაა, ვიმოქმედოთ ქართველი ხალხის ინტერესით. თუკი წარმოვიდგენთ, რომ საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც აწყობილი იქნება სხვა ქვეყნების ხელისუფლებების გადაწყვეტილებებზე, შანტაჟზე, მუქარაზე თუ რაიმე სხვაზე, მაშინ რაღად გვინდა ასეთი ხელისუფლება? - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი ხელისუფლება გვყავდა 2012 წლამდე - ხელისუფლება, რომელიც ერთ რამეს უყურებდა, ტაშს დაუკრავდნენ თუ არა გარედან, წითელ ხალიჩას დაუგებდნენ თუ არა და რა ეპითეტებით შეამკობდნენ. ამაზე იყვნენ აწყობილი ისინი 2012 წლამდე და ახლა ოპოზიციაში მყოფები, „ომის ქარტიის“ მონაწილეები ზუსტად ამაზე არიან აწყობილი.

„თქვენ ხართ დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქე. მე ვარ დამოუკიდებელი ქვეყნის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის თავმჯდომარე. დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეები, პარლამენტის თავმჯდომარეები და პარლამენტის წევრები არ იყურებიან და საკუთარ გადაწყვეტილებებს არ აწყობენ სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნების განცხადებებზე და გადაწყვეტილებებზე. ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის დაკვეთით და მანდატით. ჩვენი ამოცანაა, ვიმოქმედოთ ქართველი ხალხის ინტერესით. თუკი წარმოვიდგენთ, რომ საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც აწყობილი იქნება სხვა ქვეყნების ხელისუფლებების გადაწყვეტილებებზე, შანტაჟზე, მუქარაზე თუ რაიმე სხვაზე, მაშინ რაღად გვინდა ასეთი ხელისუფლება? ასეთი ხელისუფლება გვყავდა 2012 წლამდე - ხელისუფლება, რომელიც ერთ რამეს უყურებდა, ტაშს დაუკრავდნენ თუ არა გარედან, წითელ ხალიჩას დაუგებდნენ თუ არა და რა ეპითეტებით შეამკობდნენ. ამაზე იყვნენ აწყობილი ისინი 2012 წლამდე და ახლა ოპოზიციაში მყოფები, „ომის ქარტიის“ მონაწილეები ზუსტად ამაზე არიან აწყობილი. ხომ აკვირდებით განცხადებებს, რომ არც კი ეთაკილებათ „ნაცმოძრაობის“ ამ დიდი გუნდის წარმომადგენლებს, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი ააწყონ უცხო ქვეყნების პოლიტიკოსების განცხადებებზე და გადაწყვეტილებებზე. არა საკუთარი ხალხის ინტერესებზე, არამედ იმაზე, თუ რას იტყვის რომელიღაც ქვეყნის რომელიღაც თანამდებობის პირის პრესმდივანი, რას რომელიღაც ქვეყნის რომელიღაც პრეზიდენტის მრჩეველი და ა.შ. ეს ხომ სამარცხვინოა? დამოუკიდებლობის 33-ე წლისთავზე ჩვენ გვყავს პოლიტიკოსების კასტა, ენჯეოებზე აღარაფერს ვამბობ - ისინი პირდაპირ ფინანსდებიან და მათი ამოცანა ეს არის, ჩვენ გვყავს პოლიტიკოსების კასტა, რომელიც ღიად ამბობს, რომ მათი მიზანია, ემსახურონ სხვა ქვეყანას. ეს არის ვასალობის მენტალიტეტი, რომელიც მათ აქვთ. მათ უნდათ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ ვასალური სახელმწიფო, რომელიც თავის პოლიტიკას აწყობს სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.