მივმართავ ემანუელ მაკრონს, დაიხურე ჩაფხუტი, წადი უკრაინაში და იომე, იტალიელებს კი ტვინს ნუ ურევ, - ამის შესახებ იტალიის ვიცე-პრემიერმა, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მატეო სალვინიმ განაცხადა.
მისივე თქმით, არც ერთი იტალიური ტყვია ან ბომბი არ წავა რუსეთის მიმართულებით, იმიტომ, რომ იტალიას არ სურს მესამე მსოფლიო ომი საკუთარი კარის ზღურბლზე.
„მე ვიცავ იტალიის სუვერენიტეტს და ეროვნულ ინტერესებს. თუ სამხედრო სფეროში საკუთარ სუვერენიტეტს ევროკავშირს დავუთმობთ და ერთიან ევროპულ თავდაცვას შევქმნით, მაკრონი და სხვა მისნაირი შეშლილები ჩვენს შვილებს სისხლისზღვრაში ჩაითრევენ“, - აღნიშნა მატეო სალვინიმ.