შალვა პაპუაშვილი ანაკლიის პორტზე: აღმოჩნდა, რომ მუქთა ფულის შოვნის ცეხი უნდოდა მოეწყო მამუკა ხაზარაძეს. როდესაც ქართველმა ხალხმა უთხრა, რომ ამის სურვილი არ აქვთ, ამას ვნახეთ რაც მოჰყვა

შალვა პაპუაშვილი ანაკლიის პორტზე: აღმოჩნდა, რომ მუქთა ფულის შოვნის ცეხი უნდოდა მოეწყო მამუკა ხაზარაძეს. როდესაც ქართველმა ხალხმა უთხრა, რომ ამის სურვილი არ აქვთ, ამას ვნახეთ რაც მოჰყვა

აღმოჩნდა, რომ მუქთა ფულის შოვნის ცეხი უნდოდა მოეწყო მამუკა ხაზარაძეს იმისთვის, რომ ქართული მოქალაქეების ხარჯზე ეკეთებინა უშრომლად ფული. ეს ხომ ყველამ იცის, ამას სად გაექცევიან?! როდესაც ქართველმა ხალხმა უთხრა, რომ არ არიან მზად და არანაირი სურვილი არ აქვთ მამუკა ხაზარაძეს მუქთა ფული აშოვნინონ, გარანტირებული მოგება ჰქონდეს მას და მის პარტნიორებს, ამას ვნახეთ რაც მოჰყვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვნახეთ, რომ ადამიანები, რომლებიც თაღლითობაზე არიან გასამართლებულები და პოლიტიკაში არიან, საერთოდ ეს ცალკე პრობლემაა. ვნახეთ, რომ იყო თითქოს ამერიკული ინვესტიციები და აღმოჩნდა, რომ არანაირი ინვესტიცია არ იყო. აღმოჩნდა, რომ მუქთა ფულის შოვნის ცეხი უნდოდა მოეწყო მამუკა ხაზარაძეს იმისთვის, რომ ქართული მოქალაქეების ხარჯზე ეკეთებინა უშრომლად ფული. ეს ხომ ყველამ იცის, ამას სად გაექცევიან?! როდესაც ქართველმა ხალხმა უთხრა, რომ არ არიან მზად და არანაირი სურვილი არ აქვთ მამუკა ხაზარაძეს მუქთა ფული აშოვნინონ, გარანტირებული მოგება ჰქონდეს მას და მის პარტნიორებს, ამას ვნახეთ რაც მოჰყვა.

ტენდერი იყო ღია, ყველას შეეძლო მონაწილეობა, მათ შორის საქართველოს მთავრობას ჰქონდა პროაქტიულად მცდელობები, რომ ყველასთან - ყველა დიდ ქვეყანასთან ჰქონოდა ამ საკითხზე მსჯელობა - აშშ-თან, ევროპასთან, წაეხალისებინათ თავიანთი ბიზნესები, რომ ჩაედოთ ამ პროექტში ფული და ყოფილიყვნენ ინვესტორები. ამის მექანიზმი ყველა სახელმწიფოს აქვს, რომ წაახალისონ ბიზნესი. ვნახეთ, რომ ეს ინტერესი არ იყო. იყო ღია ტენდერი და ვნახეთ საბოლოო ჯამში, რომ ერთი კომპანიაა, რომელმაც მიიღო მონაწილეობა. არის ერთ-ერთი უმსხვილესი და გამოცდილი კომპანია. მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება ჩინური კომპანია, ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ აღმოსავლეთის და აზიის დამაკავშირებელ გზაზე და ეს გზა უპირველეს ყოვლისა, ჩინეთს ევროპასთან და ევროპას ჩინეთთან. ეს არის ის წყარო ტვირთებისა, საიდანაც უნდა წამოვიდეს ტვირთები დერეფანში, ამიტომ მე ის მიკვირს, რომ ამას ვერ აცნობიერებენ ადამიანები და კიდევ ერთხელ ცდილობენ ხალხს ნაცარი შეაყარონ თვალში ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.