თანამოაზრეს, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს საჯაროდ ვუპასუხებ: დიახ, ქართული საზოგადოება ძალიან გაბრაზებულია ნეოკოლონიალიზმის ხისტი გამოვლინებებით. ისეთების, როგორიც მანამდე არც გვინახავს. დიახ, ჩვენი იარაღი ფსევდო-მეგობრების მოსაგერიებლად არის სიმართლე და ამ ერთსულოვნების გამოხატვა 26 ოქტომბრის არჩევნებში, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს.
აბაშიძის განცხადებით, სუვერენულ ევროპულ ქვეყნებში თავხედური უტიფრობაა ევროკრატებისგან, თუმცა, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფალნი თამამად უპირისპირდებიან ფსევდოლიბერალთა ტოქსიკურ დოგმებს. მისივე თქმით, მრავალჭირნახულ საქართველოს არაერთ შემოტევაში გაუმარჯვია ხალხის ერთიანობით.
"თანამოაზრეს, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს საჯაროდ ვუპასუხებ: დიახ, ქართული საზოგადოება ძალიან გაბრაზებულია ნეოკოლონიალიზმის ხისტი გამოვლინებებით. ისეთების, როგორიც მანამდე არც გვინახავს. დიახ, ჩვენი იარაღი ფსევდო-მეგობრების მოსაგერიებლად არის სიმართლე და ამ ერთსულოვნების გამოხატვა 26 ოქტომბრის არჩევნებში.
სუვერენულ ევროპულ ქვეყნებში ამაზე უარესი თავხედური უტიფრობაა ევროკრატებისგან, თუმცა გადავხედოთ მათ ცხოვრებას - ხალხის მიერ არჩეულნი ხელისუფალნი თამამად უპირისპირდებიან გავეშებულ ფსევდოლიბერალთა ტოქსიკურ დოგმებსა და სამარცხვინო, არაკომპეტენტურ ინსტრუქციებს.
დემოკრატიის ერთ-ერთ აკვანში, დიდ ბრიტანეთში, იმდენად ამაზრზენი იყო ბრიუსელის "პოლიტბიუროს" ჩარევა, რომ მოხდა Brexit. წინაა არჩევნები ევროპარლამენტში, როცა გნებავთ, "პოპულისტები" თუ "ულტრა" მემარჯვენე ძალები საგრძნობ წარმატებას მოიპოვებენ და ბრიუსელს ეტყვიან - რაღაც დამპალა "დანიის" სამეფოში.
აშშ-ის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების პროგნოზი კი რთულია, როცა ფსევდოლიბერალების ფორმალური კანდიდატია მოსავლელი ჯო ბაიდენი და მასზე პოპულარული, მართლმსაჯულებისგან პოლიტიკურად დევნილი დონალდ ტრამპი. სიმართლის გამარჯვების იმედი ვიქონიოთ.
მრავალჭირნახულ საქართველოს არაერთ შემოტევაში გაუმარჯვია, როცა ხალხი ერთიანია და მისი პრიორიტეტებია არა თავსმოხვეული პოლიტიკა და დოგმები, არამედ უფალი, სამშობლო, ოჯახი." - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.