ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი  ადამიანის უფლება უნდა იყოს მკაცრად დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, მაგრამ პროპაგანდა შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს და კანონით ამის მოწესრიგება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი

ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი  ადამიანის უფლება უნდა იყოს მკაცრად დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, მაგრამ პროპაგანდა შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს და კანონით ამის მოწესრიგება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი

ნებისმიერი  ადამიანის უფლება უნდა იყოს ძალიან მკაცრად დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, ნებისმიერი მოქალაქის პატივისცემა, განურჩევლად ცხოვრების წესისა, ეს არის ჩვენი ვალდებულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონპროექტის შესახებ კომენტირებისას განუცხადა.

პრემიერის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ პროპაგანდა შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს, კანონით პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.

„ძალიან მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ადამიანის უფლებების დაცვა და პროპაგანდა. საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული და მკაცრად უნდა იყოს დაცული. ეს ეხება ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად ცხოვრების წესისა, მაგრამ რაც შეეხება პროპაგანდას, პროპაგანდა არის მიუღებელი და ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცვირდა, ეხება სწორედ პროპაგანდას მანამდე დაინიცირდა შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტი, ახლა უკვე ჩვეულებრივი კანონპროექტი, რომელიც განიხილება საქართველოს პარლამენტში და ამ მოწვევის პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს ამ პროცესს. ნებისმიერი  ადამიანის უფლებები უნდა იყოს ძალიან მკაცრად დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, ნებისმიერი მოქალაქის პატივისცემა, განურჩევლად ცხოვრების წესისა, არის ჩვენი ვალდებულება, მაგრამ პროპაგანდა შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს და აქედან გამომდინარე, კანონით პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი", - განაცხადა პრემიერმა.